სად და როდის ჩატარდება მე-7 კლასში მისაღები გამოცდა?
- 13 ივლისი, 2026
ძვირფასო მშობლებო და მოსწავლეებო!
მე-7 კლასში მისაღები გამოცდა ჩატარდება:
ადგილი: თბილისის №175 საჯარო სკოლა (თბილისი, მუხიანის III მიკრორაიონი)
თარიღი: 18 ივლისი
რეგისტრაცია: 09:00 საათიდან
გამოცდა დაიწყება: 10:00 საათზე
მე-7 კლასში ჩაირიცხება საუკეთესო შედეგის მქონე 125 მოსწავლე, ასევე ყველა ის გამოსაცდელი, რომელიც დააგროვებს 125-ე ადგილზე გასული მოსწავლის ქულის ტოლ ქულას.
გისურვებთ წარმატებას!
